"კესო დანტისტის სახელით უწერიხარო ჩემს ქმარს ტელეფონში" - როგორ აღმოჩნდა ეკა კვესიტაძე იაფფასიანი ოჯახური დრამის შუაგულში

07 Jul 2018 04:00

ეკა კვესიტაძე, ტელეწამყვანი:


"დღეს საოცარი დღე მქონდა ასევე სრულიად გამორჩეული დასასრულით - დილის 7 საათზე ანდრიამ გამაღვიძა წყალი არ მოდისო. ჩავიხედე ტელეფონში. არანაირი მესიჯი არ მომსვლია.  - დავრეკე გამწარებულმა gwp ში და სულ უპასუხისმგებლო კომპანია ვეძახე. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მეზობელს ჰქონდა გადაკეტილი - ვიფიქრე, კიდევ დავრეკავ და იმ წყნარ გოგოს მოვუბოდიშებ - თქო. მაგრამ, მერე დამეზარა და ვიფიქრე, ეგენი ყველაფრის ღირსები არიან-თქო. მერე გულმა არ მომითმინა და სამსახურში წასლამდე სეილზე მასიმო დუტიში შევიარე. მოგეხსენებათ, მისი მომსახურე პერსონალი ღიმილიანი სახით არ გამოირჩევა, მაგრამ თურმე სად ხარ - ის იყო გადავწყვიტე, ეს კაბა ძაან მიხდება და ჯანდაბას შოთიკოსთვის მიცემული პირობა, ვიყიდი და სახლში ჩუმად შევიტანთქო - ჩაქრა შუქი. ჩამოდგა უკუნი და წკვარამი. ვერც ჩემს გასახდელ კაბინას ვპოულობ, შესაბამისად ვერც ჩემს ჩანთას, ტელეფონი რომ ამოვიღო და გავანათო. ვეძახი კონსულტანტს - შორიდან მესმის - ვაიმე, ქალბატონო მოვა მალეო. გავჩერდი მორჩილად - არ მოდის. კიდევ ვითხოვე დახმარება. შემოდის ძაან გაბრაზებული გოგო - ვაიმე, ქალბატონო ბევრი საქმე მაქვს. თქვენთვის არ მცალიაო - ტელეფონით გამინათეთ- ვერაფერს ვერ ვხედავთქო და ტელეფონი თქვენ არ გაქვთო - მოკლედ, გაცოფებული გამოვარდი. ვემზადები დიდი, საშინლად გაბრაზებული სტატუსის დასაწერად -  მერე ვფიქრობ შოთიკო დაიწყებს - მანიაკი ხარ, კიდევ რამდენი კაბა უნდა იყიდო და ა.შ. მოკლედ, დამეზარა მაგრად. ცოტა ხანში, შოთიკო მიფორვარდებს, როგორ დავჯარიმდი მერანის წინ არასწორი დგომისთვის. მოკლედ, საღამოს პლედში გამოხვეული ვზივარ კაფეში მეგობრებთან და ვფიქრობ, ცუდი დღე იყო და კარგად დამთავრდა. მოვდივარ სახლში - მხვდება ჩემი ოქროს ზამბახას Nino Zambakhidze სიურპრიზი ლიზასთვის -მიკროფონი. ლიზა ძაან ბედნიერია და ელოდება როდის ავამუშავებ მიკროფონს, რომ იმღეროს - მე არაფერი გამომდის. ვწვალობ, მეათედ ვკითხულობ ინსტრუქციას და მაინც ვერ ვრთავ. ამ დროს რეკავს ტელეფონი - რომელი ხართ? თავხედურმა ტონით მეკითხება ქალი. მეთქი, თქვენ სად რეკავთ. კესოსთან. სხვაგან მოხვდით - მშვიდად ვაპირებ დამშვიდობებას. ქალი კიდევ უფრო უხეშად მეკითხება - აბა ვინ ხარ. უკვე ძალიან ბრაზდები და ტონს ვუწევ - რას ნიშნავს ვინ ვარ. ხომ გითხარით სხვაგან მოხვდით მეთქი. რომელი ხარ, კესო დანტისტის სახელით უწერიხარ ჩემს ქმარს ტელეფონში .... ამას მოყვა გრძელი, გულის სიღმიდან  ამომავალი ნოყიერი გინება. ასე აღმოვჩნდი დღის ბოლოს ვიღაცის იაფასიანი ოჯახური დრამის შუაგულში.


კომენტარები:

ფართი შოპი