კახა კუჭავა სააკაშვილზე - ვისურვებდი, რომ ის, როგორც უკრაინის მოქალაქე, არ ერეოდეს იმ ქვეყნის საქმეებში, რომლის მოქალაქეც აღარ არის

07 Sep 2021 15:12

ვისურვებდი, რომ ის, როგორც უკრაინის მოქალაქე, არ ერეოდეს იმ ქვეყნის საქმეებში, რომლის მოქალაქეც აღარ არის და თავისი ნებით დათმო მოქალაქეობა. თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტია, აკეთოს რა განცხადებაც უნდა და როგორც უნდა, ისე მოიქცეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.


კუჭავას თქმით, ქვეყანაში თავისუფალ არჩევნებს ჩაატარებენ.


„ვისურვებდი, რომ ის, როგორც უკრაინის მოქალაქე, არ ერეოდეს იმ ქვეყნის საქმეებში, რომლის მოქალაქეც აღარ არის და თავისი ნებით დათმო მოქალაქეობა. თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტია, აკეთოს რა განცხადებაც უნდა და როგორც უნდა, ისე მოიქცეს. რა თქმა უნდა, მისი განცხადების მოლოდინიც ეს არის ალბათ მისი მხრიდან, რომ დაძაბულობა შექმნას, თუმცა ფაქტი ერთია, საქართველოში ხალხი დაიღალა დაძაბულობით, აგრესიით. ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს, ჩატარდება თავისუფალი, დემოკრატიული და საკმაოდ ღია პროცესის გათვალისწინებით, იმ ახალი პროცესის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით განვახორციელეთ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, ამიტომ არჩევანი იქნება მოსახლეობის, რომელსაც მიიღებს ყველა, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება კმაყოფილი და ვინ არა“, - აცხადებს კუჭავა.


ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლისკენ უცხოეთში მყოფ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს დააცხადებს, რომ დაპატიმრების არ ეშინია.




კომენტარები:

ფართი შოპი