დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის მეორე საშემოდგომო სესია გაიხსნა

07 Sep 2021 15:29

საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

 

სხდომის დასაწყისში, სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, კოლეგებს 7 სექტემბერს, 12.00 საათიდან,  პლენარული სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ბრძანება გააცნო.

 

2 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, დღევანდელი პლენარული სხდომის შემდეგ, პლენარული სხდომები არჩევნებამდე აღარ გაიმართება.


კომენტარები:

ფართი შოპი