გიორგი ვაშაძე: „მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს - მოვიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს“

07 Sep 2021 15:42

„2 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესი არჩევნებია და ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, შეთანხმების შესაბამისად, ეს არის 43%-იანი რეფერენდუმი, სადაც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოხატოს საკუთარი აზრი - გვსურს ისე გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც დღეს ვცხოვრობთ თუ გვინდა ცვლილებები ამ ქვეყანაში? გვინდა ცვლილებები, რომელიც ადამიანს, ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს დააბრუნებს პოლიტიკის ცენტრში და მათზე ზრუნვა იქნება მთავარი საკითხი ხელისუფლებაში მყოფი ძალის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამას და მივმართავ მათ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს, მხარი დაუჭირონ, რომ საქართველოში დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც აბსოლუტურად შეცვლის გარემოს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

 

პარლამენტის წევრი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.


„სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ეს კიდევ უფრო ხელს უწყობს პოლარიზებას ამ ქვეყანაში. ამ არჩევნებზე, გარდა რეფერენდუმისა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა პოლიტიკური პოლარიზების დასრულება. ეს რეფერენდუმი ტარდება არა იმაზე ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, არამედ გაუშვებთ თუ არა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან და ეს ფოკუსი აუცილებლად უნდა გავასწოროთ ამ არჩევნებზე“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი