"ალუდა ღუდუშაური: „შემოთავაზებული ვარიანტით პირდაპირ ხდება გენერალური პროკურორი პოლიტიკურად დამოკიდებული, ჩვენი მიზანია, პირიქით პოლიტიკა გავიტანოთ ამ სივრციდან

07 Sep 2021 16:32

„მე მინდა გამოვეხმაურო, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, მეტად მნიშვნელოვანია და ეტყობა კიდეც, დამსწრე დეპუტატების წარმოდგენა სხდომათა დარბაზში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი პოზიცია გუშინაც დავაფიქსირე, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, ეს ეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესს, მე მინდა ყველას შევახსენო, რომ წარმოდგენილი ცვლილება, ეს არის სრული აბსურდი და ნონსენსი, ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. იმ შემოთავაზებული ვარიანტით, პირდაპირ ხდება გენერალური პროკურორი პოლიტიკურად დამოკიდებული,  ჩვენი მიზანია, პირიქით პოლიტიკა გავიტანოთ ამ სივრციდან, მეტიც ერთადერთი რა შედეგიც ამას შეიძლება მოყვეს, ეს არის, რომ უფრო მეტად გამოვცხადდეთ და ჩავატაროთ სხდომა, რაც თვალსაჩინო მაგალითი არის, მაგალითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისა, სხვა შედეგი კოლეგებო ამას არ ექნება, პირიქით უკუ შედეგი ექნება, ეს არის აუცილებლად შესაცვლელი, კონსტიტუციას არ ეკუთვნის, რომ ეს მახინჯი სამართლებრივი ნონსენსი იყოს ჩაწერილი“- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე.

 

პლენალურ სხდომაზე დეპუტატმა, ასევე მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს და რეფერენდუმსა და რიგგარეშე არჩევნებზე მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უწოდა: „მე მინდა ყველას შეგასენოთ, რომ ეს არის საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციის 37-ე მუხლი, რომელიც ნათლად არეგულირებს არჩევნების წესს და ყველას მოგიწოდებთ, რომ ვისაც გინდათ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება და საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში, ჩახედეთ კარგად კონსტიტუციის 37-ე მუხლს. 


რაც შეეხეა რეფერენდუმს და ამ სიცრუეს, რასაც ჩვენს საზოგადოებას ეუბნებით, ესეც კონსტიტუციაში წერია, ამიტომ მატყუარები ხართ, ეს კარგად ჩანს, წაგებას რომ უნდა შეეგუოთ, ესეც კარგად ჩანს, საქმეზე ორიენტირებულები თქვენ არ ხართ, ამიტომ არ გიჭერთ ხალხი მხარს, ამიტომ თავი დაანებეთ, ამ რაღაც ცრუ კეკლუცობას“.

 

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ოპოზიცია დროა აღარ ელოდოს მიშას, შევიდნენ სხდომათა დარბაზში და ერთხელ მაინც, საკუთარ თავში იპოვონ ძალა და იფიქრონ ხალხზე, ქვეყანაზე, რომ რაიმე იოტის ოდენა მაინც გააკეთონ.




კომენტარები:

ფართი შოპი