უტრანსპორტობის გამო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები რეაბილიტაციის ცენტრებში მისვლას ვერ ახერხებენ- მედეა მეტრეველი

07 Sep 2021 16:47

“ლელოს” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა მედეა მეტრეველმა , საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ვატო სურგულაძემ და პარტიის ქალთა საბჭოს წევრმა ნინო ქათამაძემ ბრიფინგი გამართეს. 

 

 

ბრიფინგზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვებსა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსახლეობაზე პრობლემებზე ისაუბრეს. 

 

“ჩვენს ქვეყანაში, სადაც სოციალური ფონი უმძიმესია, ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოქალაქეები, რომელთა კეთილღეობაზე და უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ზრუნვა ხელისუფლების უპირველესი ვალდებულებაა. მით უფრო პანდემიის პერიოდში, როდესაც ამ ადამიანებს ახალი საჭიროებები გაუჩნდათ,”- ამის შესახებ მედეა მეტრეველმა ისაუბრა. 



 “განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის დღის ცენტრების რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამების უწყვეტობა  სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუმცა ცენტრები სრულყოფილად ვერ მუშაობენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია და მშობლებს უწევთ ერთდროულად მშობლის, ფსიქოლოგის და მასწავლებლის მოვალეობების შესრულება. ამავდროულად, ამ პირთა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. აღარაფერს ვამბობთ დღის ცენტრების მომლოდინეთა რიგებში ბავშვების დაფინანსების, მშობელთა მხარდაჭერის პროგრამების და ადაპტირებული გარემოს არ არსებობაზე,”- აღნიშნა მეტრეველმა. 

 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საკოორდინაციო საბჭომ ისე მიიღო გადაწყვეტილება 13 სექტემბრამდე საზოგადეობრივი ტრასპორტის შეზღუდვების გადავადებაზე, რომ არც კი უხელმძღვანელია შშმ პირთა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების, მოზარდების და მათი მშობლების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რომელთა ყოველდღიური ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გართულდა პანდემიის და საყოველთაო ვაქცინაციის პერიოდში. მარტოობაში მყოფი შშმ პირებთან ვეღარ დადიან პერსონალური ასისტენტები, პრობლემა შეექმნა გამცილებლის სერვისს და სხვა პროგრამებს.

 

მეტრეველმა ხელისუფლებას მოუწოდა,  მიიღოს დროული გადაწყვეტილება მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის თაობაზე და, ამავდროულად, გაამკაცროს შესაბამისი რეგულაციების მონიტორინგი.


კომენტარები:

ფართი შოპი