არმაზ ახვლედიანი: „საქართველო დგას საბედისწერო გზასაყარზე და ჩვენ ან რეალურად გავხდებით დასავლური სივრცის ნაწილი ან ამ სივრცეს შეიძლება ძალიან დიდი ხნით გამოვაკლდეთ“

07 Sep 2021 16:57

პარლამენტის წევრი, არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტია, რაც სახელმწიფო ქონების არაკეთილსინდისიერ მიტაცებაშიც გამოიხატება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.


„როდის დადგება საქართველოში დრო, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ეს ურთიერთობა აღარ იარსებებს - არა ჯანსაღი, არა ნორმალური. როცა არ შეგვიძლია შევთანხმდეთ მთავარ სახელმწიფოებრივ საკითხებზე, ერთმანეთს მოვუსმინოთ და გავიგოთ, რომ სიმართლე შეიძლება იყოს იქაც და აქაც, მაგრამ ამისთვის საჭიროა მოსმენა. ამისთვის საჭიროა ერთმანეთის გათვალისწინება. მოდით ვაღიაროთ გულახდილად, რომ ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. 


ალბათ ვერც ადრე ვახერხებდით, მაგრამ ახლა ვერ ვახერხებთ მით უფრო. და ეს მით უფრო დასანანია, რომ საქართველო დგას საბედისწერო გზასაყარზე და ჩვენ ან რეალურად გავხდებით დასავლური სივრცის ნაწილი ან ამ სივრცეს შეიძლება ძალიან დიდი ხნით გამოვაკლდეთ. თუ რამის დეფიციტი დღეს საქართველოში აშკარაა ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება. აბა მითხარით, სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომ იყოს სწორი შეეგუებოდა უმრავლესობა იმას, რომ სახელმწიფო ქონება არაკეთილსინდისიერი მოქალაქეების მიერ ასეა მიტაცებული და ამას ხელს უწყობს თქვენი მმართველობა, თქვენი წარმომადგენლები რეგიონებში და შეიძლება აქაც, თბილისშიც“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი