დავით ზილფიმიანი: „ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არსებობს მსგავსი გამოცდილება, როდესაც ერთი არჩევნების პროცენტი წინა არჩევნების სარევიზიო ნორმა იყოს“

07 Sep 2021 17:12

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრი, დავით ზილფიმინაი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში ჩაწერილ 43%-ის განმსაზღვრელ პუნქტს აკრიტიკებს.


„მინდა შევეხო შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელსაც მრავალმა ჩვენგანმა ხელი მოაწერა და ამ დოკუმენტში იმ 43%-ის განმსაზღვრელ პუნქტს, რომელიც განსაკუთრებით ახლა გამოიყენება, როგორც თითქოსდა რეფერენდუმის საწყისი ფორმაა ამ ჩანაწერის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ პროცენტის განსაზღვრა, რომ შემდეგი არჩევნები არალეგიტიმურად იქნება ცნობილი ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და მსგავსი რამ ევროპაში არ მომხდარა. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ვთქვათ, მემარჯვენე-ცენტრისტებმა გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო მემარცხენე-ცენტრისტებმა გაიმარჯვეს ადგილობრივ არჩევნებში და ეს არ ხდება მიზეზი იმისა, რომ არა ლეგიტიმურად გამოაცხადო საპარლამენტო არჩევნები და დანიშნო რიგგარეშე. სრული სისულელეა და გარწმუნებთ, რომ ბატონი მიშელისგან ეს წინადადება ვერც წამოვიდოდა იმიტომ, რომ იმ ტრადიციებზე, რომელზეც ის გაიზარდა და ის პოლიტიკური სკოლა, რომელიც დასავლეთში არსებობს, თავის თავში მსგავს რაღაცას არ მოიცავს. ამიტომ ქართველებთან ურთიერთობის დროს რატომ ჩამოყალიბდა ის პუნქტი ამას დიდი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერის დროს, მე ეს პოზიცია ყოველთვის მქონდა. გარწმუნებთ ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არსებობს მსგავსი გამოცდილება და ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა ევროპაში და ვერც მოხდება, რომ ერთი არჩევნების პროცენტი წინა არჩევნების სარევიზიო ნორმა იყოს. მაშინ წარმოიდგინეთ სადამდე მივალთ ან რა სახეს მიიღებს, მათ შორის, ალბათ ანარქიულს, თუ ყოველთვის ასე იქნება, რომ ერთი არჩევნები შლის მეორე არჩევნებს და აუცილებლად ყველა არჩევნებში ერთი და იგივე ძალა, ერთი და იგივე პროცენტით უნდა იმარჯვებდეს“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.




კომენტარები:

ფართი შოპი