გიორგი ხელაშვილი - ამერიკელი კანონმდებლების შეხვედრები და განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაშინგტონის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ

07 Sep 2021 17:28

საქართველოს გარშემო არსებული საერთაშორისო ვითარება და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობა მიმოიხილა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომზე.

 

„საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას, თან დაერთო გართულებული ვითარება კავკასიაში. 


რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერება ყარაბაღის კონფლიქტის გააქტიურების შემდეგ და ახლა უკვე რეგიონული, ფართო დესტაბილიზაციის საფრთხის ახალი კერის გაჩენა ავღანეთიდან, ჩვენი და ჩვენი მოკავშირეეების შეიარაღებული ძალების გამოსვლის გამო. ამ ვითარებაში დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოს კავშირები ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან. პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 


მიმდინარე კვირას საქართველოში კონგრესისი მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი, რომლებიც კონგრესისი რამდენიმე კომიტეტს წარმოადგენენ, ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. საქართველო უფრო და უფრო მეტ წონას იძენს ამერიკის  საგარეო პოლიტიკაში რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე და ამერიკელი კანონმდებლების შეხვედრები და განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაშინგტონის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი