მიხეილ დაუშვილი: ქვეყნის განვითარებას ჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა

07 Sep 2021 17:31

„ქვეყნის განვითარება არის მნიშვნელოვანი საკითხი და ქვეყნის განვითარებას ჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა.  რასაც ჩვენ ბოლო დროს ვხედავთ, მოსამართლეებთან,  5 ივლისთან, ევროკავშირის და  ხალხის მოტყუებასთან დაკავშირებით- ეს ყველაფერი  უდრის უმართავ ქვეყანას და ჩვენი მოქალაქეები სვამენ ძალიან სამართლიან კითხვას, ვინ არის პასუხიმგებელი ქვეყანაზე და ვინ არის დღეს პასუხისმგებელი ქვეყნის სწორ განვითარებაზე“, -ამის შესახებ განაცხადა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მისი განცხადებით, ეს არჩევნები, არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, არც მხოლოდ რეფერენდუმი, ეს არის გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე, სადაც მოქალაქეები წყვეტენ, რა არის ქვეყნის სწორი განვითარების გზა.

 

„უკიდურესად სამწუხაროა, რომ პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც 2012 წელს ამ მეთოდებთან ბრძოლისთვის მოვიდა, სწორედ ამ მეთოდებს იყენებს. ამ ყველაფერს აქვს ძალიან მძიმე ფასი და სამწუხაროდ, ამ მძიმე ფასს იხდის არა მხოლოდ ოცნება, ამ მძიმე ფასს იხდიან ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა და ეს ხელს უშლის, აზიანებს საარჩევნო გარემოს, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი და კონკურენტული. „ქართული ოცნება“  გადართულია, ნებისმიერი ფორმით ძალაუფლების შენარჩუნებაზე და კიდევ უფრო სამწუხარო არის ის, რომ ამ ყველაფრის მიღწევისთვის იყენებენ სახელმწიფო ორგანოებს“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი