მთავარი საკითხი კონგრესმენების ამ დელეგაციასთან იყო რუსეთის გავლენის ზრდა და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს რუსეთის მეტ გავლენას - გიორგი კანდელაკი

07 Sep 2021 17:38

„ამ კონგრესმენებს ადრე კონკრეტულ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩართულობა არ ჰქონიათ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმგვარად წარმოჩენა რეალობისა, რომელიც მათთვის უფრო გასაგებად წარმოაჩენდა საქართველოში არსებულ კონტექსტს“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა


„მთავარი საკითხი კონგრესმენების ამ დელეგაციასთან იყო რუსეთის გავლენის ზრდა და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს რუსეთის მეტ გავლენას, 5 ივლისის მოქმედებები, როდესაც რუსეთთან ღიად დაკავშირებულ ექსტრემისტებს უბოძა ღარიბაშვილმა დაუსჯელობის გარანტია საქართველოს საგარეო პოლიტიკის დეფაქტო მნიშვნელოვანი ეროზია, ბევრნაირად შეიძლება ამ გავლენის გაზომვა, ამ კონგრესმენებს ადრე კონკრეტულ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩართულობა არ ჰქონიათ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმგვარად წარმოჩენა რეალობისა, რომელიც მათთვის უფრო გასაგებად წარმოაჩენდა საქართველოში არსებულ კონტექსტს.“ - განაცხადა კანდელაკმა.




კომენტარები:

ფართი შოპი