მამუკა მდინარაძე: გავაკეთოთ ისეთი საქმე,რაც დანერგავს სწორ პრაქტიკას და თითოეული გადაწყვეტილება შესაბამისი არგუმენტით იქნება გამყარებული

07 Sep 2021 20:08

„თუკი ევროპის არც  ერთ ქვეყანაში, არც ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში-ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის გენერალური პროკურორის არჩევის არათუ ამგვარი წესი, არამედ არსად არ არის თანამდებობის პირის არჩევის წესი, რომელიც ითვალისწინებს იმგვარ დათქმას, როგორსაც ჩვენ ვწერდით შეთანხმების თანახმად კონსტიტუციაში, მაშინ რატომ უნდა გავაკეთოთ ეს და რატომ უნდა ჩავიდინოთ სხვა ისეთი საქციელები, რომელზეც არგუმენტები არც სამართლებრივი არსებობს და არც იმასთან დაკავშირებული, გამომდინარეობს თუ არა ეს ეროვნული ინტერესებიდან. დავანებოთ თავი ცრუ ნარატივებს და გავაკეთოთ ისეთ საქმე, რაც დანერგავს სწორ პრაქტიკას და თითოეული გადაწყვეტილება გამყარებული იქნება შესაბამისი არგუმენტით“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.


მამუკა მდინარაძის თქმით, უნდა მოხდეს არგუმენტებით გამყარებული პოზიციების წარმოდგენა ცვლილებებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებაც შესაბამისად უნდა იქნას მიღებული.



„ფუფუნება ჩვენი სახელმწიფოსი, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, თქვენიც მათ შორის, როდესაც ამ ხელშეკრულების კომპრომისული წინადადებებიდან და დათქმებიდან გამოვედით, არის ის, რომ ახლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ არგუმენტი არის თუ არა, სამართლებრივად სწორი არის თუ არა, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს თუ არა, პრაქტიკას გამოადგება თუ არა, საქართველოს გამოადგება თუ არა. 


არგუმენტებით ვილაპარაკოთ იმაზე, რა არის სწორი და რა გამომდინარეობს ეროვნული ინტერესებიდან და მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას. ეს არის მარტივი  ჭეშმარიტება და დავანებოთ ისეთი რაღაცების გაკეთებას რაც მსოფლიოს და ცივილიზებული სამყაროს არც  ერთ ქვეყანაში არ არის არა მხოლოდ პროკურორთან, არც სხვა თანამდებობის პირებთან დაკავშრებითაც“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი