"ბაზა დატოვა სამოქალაქო ფორმით. დაიკარგა სამი დღით, მიაგნეს ახლობლებმა სამხედრო შარვლით ე.წ. ფლოსტებით და მაიკით ითხოვდა საჭმელს და იყო უკონტაქტო..."- რას წერს თადარიგის ოფიცერი

30 Jun 2017 04:21

თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


"დეზერტირობის მუხლით 2008 წლის ვეტერანს და ავღანეთის მისიის მონაწილეს საქმე აღუძრა პროკურატურამ.


ეს ჯარისკაცი კი ფსიქოლოგიურ დისპანსერშია მოთავსებული. ჩემი ინფორმაციით მან შვილის საოპერაციო თანხა გამოიტანა ბანკიდან, რომელიც ვერ დააბრუნა ბანკმა მას სახელფასო კარტა დაუბლოკა.


ორხევის ბაზის მეთაურს მიმართა თხოვნით, რომ ჰქონდა ასეთი პრობლემა და სამსახურიდან აპირებდა წასვლას.


მიეცა ერთ დღიანი დათხოვნა, ბაზა დატოვა სამოქალაქო ფორმით. დაიკარგა სამი დღით, მიაგნეს ახლობლებმა სამხედრო შარვლით ე.წ. ფლოსტებით და მაიკით ითხოვდა საჭმელს და იყო უკონტაქტო. სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ ის მოთავსებულ იქნა ფსიქოლოგიურ დისპანსერში ფსიქოზის დიაგნოზით.


სამხედრო ნაწილმა და სამხედრო პოლიციამ 48 საათის გასვლის შემდეგ საქმე გადასცა პროკურატურას დეზერტირობა კი მძიმე კატეგორიათა დანაშაულია.


ოჯახის მოთხოვნით მე ამ საქმეში ვერთვები. მშვენივრად ვიცი ორხევის ბაზის "პრელუდიები" სამხედრო პოლიციაში ახალაიას გახრწნილი  "საზედამხედველო" ვირთაგვების საქმის წარმოების წეს-ჩვეულება ნოზაძეის, ნარკოტიკზე ნასამართლევი ჭანუყვაძის და იზორიას ძმაკაცი კარიაულების ხელში ამ ბიჭს მარტო არ დავტოვებ, თუნდაც იმიტომ რომ ომის მონაწილის და ავღანეთის მისია მოვლილი ჯარისკაცის მშვივიდობიანობის დროს დეზერტირობის არ მჯერა.


ხვალ მოვალ თავდაცვის კანტორაში და დაველაპარაკები სამხედრო პოლიციას ორხევის ბაზის "წესრიგზე" და დეზერტირობაზე!


თუ ცოდვა ცოდვაა ცოდვადვე დარჩეს მაგრამ ყველასი ყველაფერიც მოიწონოს!


გენერალური ინსპექციის უფროსმა, იზორიას ძმაკაცმა, ბაძაღუამ 60 000 ლარის სამხედრო ქონება მოსპო და აპატიეთ.


P.S. რატომ არ მიკვირს ნეტა ყარაულში თავს რომ ვითომ იკლავენ ჯარისკაცები.


ასეა როცა ქვეყნის უსაფრთხოება არ ცნობს სოციალური უსაფრთხოების მიმართულებას.


გათენდება ხვალინდელი დღეც და ჩემი ხილვით  "გაგაბედნიერებთ".


კომენტარები:

ფართი შოპი