რეგისტრაციის გარეშე მოძრავ ტაქსებს 200 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ

09 Jul 2018 00:06

ტაქსების რეგისტრირება იწყება. რეგისტაცია ძალაში შევა 2018 წლის 1 ნოემბრიდან და რ2019 წლის 15 აგვისტოს დასრულდება. 1 ნოემბრიდან  ახალი კანონის შესაბამისად, რეგისტრაციის გარეშე მოძრავ ტაქსებს დაეკისრებათ ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.


საკრებულოს აქტში მოხსენებული იქნება, რომ დედაქალაქში მხოლოდ ერთი ფერის და ერთივიზუალის ტაქსები მოემსახურება ხალხს, ასევე მეორე ეტაპზე რა სანებართვოვალდებულებების დაკმაყოფილება მოუწევთ ტაქსის კომპანიებს.



"მომავალ კვირაში, ტაქსის რეგულირებასთან დაკავშირებით, იგეგმება შეხვედრა, როგორც ბიზნესომბუდსმენთან, ტაქსის კომპანიებთან პროფკავშირებთან და ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან, რათა საბოლოოდ მოხდეს პოზიციების შეჯერება",,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ.



"კანონი უკვე ძალაშია შესული. 1-ლი ნოემბრიდან უკანონოდ ჩაითვლება ნებართვის გარეშე ამმომსახურების გაწევა. რეგისტრაცია უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება 15 აგვისტოდანშევიდეს ძალაში, თუმცა ორნახევარი, სამი თვე მაინც ექნებათ ადამიანებს, რომ ნებართვააიღონ. ჩვენ გამგეობებში ვუზრუნველყოფთ ადამიანების გამოყოფას, რომ ადგილზე, ვისაცელექტრონულად, სახლიდან არ შეუძლია ნებართვის აღება, ადგილზე მივიდეს დაკონსულტაცია მიიღოს. რეგისტრაციის საფასური არის დაბალი და ხელმისაწვდომი.ელექტრომანქანებზე საერთოდ უფასო იქნება, 50 ლარი იქნება ჰიბრიდულ ავტომობილებზე, 100 ლარი დანარჩენის შემთხვევაში"-აცხადებს მაია ბითაძე.



"პირველ ეტაპზე ისინი მხოლოდ ნებართვას აიღებენ. მათი სანებართვო ვალდებულება იქნებამხოლოდ ის, რომ ტაქსის ნიშანი განათავსონ მანქანის სახურავზე და თან იქონიონ ნებართვა,რომელიც გამოკრული უნდა ჰქონდეთ მანქანაში. საკრებულოს აქტში გაწერილი იქნება მეორეეტაპისთვის ანუ 2019 წლის ბოლოდან რა სანებართვო ვალდებულებები შემოდის . ესწინსწრებით ცნობილია. საუბარია ერთიან ფერზე, ერთიან ვიზუალზე, საუბარია მათ შორისმარჯვენასაჭიან ავტომობილებზე. შეიძლება სხვა დამატებითი გარემოებები გამოვლიდნეს დაამის გასაჯაროვების ვალდებულება გვაქვს წლის ბოლომდე, რათა ადამიანები ამისთვისმოემზადონ"-აღნიშნა მერის მოადგილემ.


წყარო: inforustavi.ge


კომენტარები:

ფართი შოპი