საგარეჯოში დედამ და ბებიამ მოზარდი დააბეს და მის მსხვერპლად შეწირვას აპირებდნენ

09 Jul 2018 00:23

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია შემზარავი ფაქტისშესახებ, რომელიც საგარეჯოს რაიონში, სოფელ გაღმაუბანში მოხდა.სოფლის რამდენიმე ცხოვრებმა აღნიშნა, რომ გაურკვეველ სექტაში გაწევრიანებულიდედა და ბებია მეხუთე კლასელ მოზარდზე სისტემატურად ძალადობდნენ. მათი თქმით, დედამ და ბებიამ მოზარდი დააბეს და მის მსხვერპლად შეწირვას აპირებდნენ, რა დროსაც მეზობლებმასაპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დედა და ბებია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.


სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ოჯახის ახლობელი გამოეხმაურა:


"რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბებიას დედას დაშვილს არ შეესაბამება სიმართლეს, ამ ფაქტში მონაწილეობდნენ დედა და მისი ორი შვილი, დედა შვილს ბოლო 1 კვირის განმავლობაში ჰქონდათ ჰალუცინაციები (სავარაუდოდ საკვებინივთიერებით მოწამვლის შედეგად). ამის გამო ოჯახმა სახლში მიიყვანა მღვდელი, რომელმაცაკურთხა სახლი, თუმცა დედა-შვილს ისევ გაუგრძელდათ ეს ჰალუცინაციები, დაეწყოთშიშები არ იღებდნენ წყალს და საკვებს, შიშისგან ჩაიკეტნენ ოთახში, დედა, და და ძმა. ქმარმაიმის შემდეგ, რაც ოთახის კარი დაკეტეს, გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო,ადგილზე მისვლის შემდეგ პატრულმა შეამტვრია კარი.
სასწრაფოს ექიმებმა გაუკეთეს ამათ დამაწყნარებლები, მეორე დღეს გადაიყვანესფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე. ჩაუტარდათ ექსპერტიზა, რომელმაც აჩვენა, რომ ისინი იყვნენფსიქიკურად ჯანმრთელები, ხოლო ჰალუცინაციების ზუსტი მიზეზი ვერ დაასახელეს.



აღსანიშნავია, რომ სახლიდან წამოსვლის შემდეგ დედა-შვილს აღარ ჰქონდათჰალუცინაციები. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ  დედა-შვილს ოთახში ჰქონდათმომარაგებული საკვები (სამწუხაროდ, საპატრულო ეკიპაჟმა არ ჩათვალა საჭიროდექსპერტიზის გამოძახება და ამ პროდუქტის შესწავლა ). ამჟამად დედა-შვილი იმყოფებასავადმყოფოში და არიან კონტაქტურები, მაგრამ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, შესაბამისად, მათზე გავრცელებულ ინფორმაციის შესახებ არ გაუგიათ", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.


 წყარო: mshoblebi.ge


კომენტარები:

ფართი შოპი