გია ხუხაშვილი: ამ სისტემით ხელისუფლებას 2024 წლამდე მიღწევა ძალიან გაუჭირდება!

09 Jul 2018 00:29

"ივანიშვილის პრობლემა არის ის, რომ მან ვერ მოახერხა ნორმალური ეიჩარის ამუშავება, რაც ჩვენ გვინდოდა თავისდროზე. თუმცა ეს გეგმა მთლიანად ჩაიშალა.


ბიძინა ივანიშვილს ამის მცდელობა ჰქონდა იგივე 2030ით, ასევე “მოქალაქე” ერქვა მე მგონი იმ პროექტს, რომ აეწყო ეიჩარი. გამოეკვეთა ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტა და მერე ნელ-ნელა მოეხდინა როტაცია ხელისუფლების, მაგრამ ეს პროექტები ჩაიშალა.


ივანიშვილს აქვს უნარი გამოკვეთოს საღი აზრი, მაგრამ ეს პერსონალებზე, გრძელვადიან პერსპექტივაზე გადატანილი არ გამოუვიდა. ფაქტობრივად ამ დროის განმავლობაშისოციალური ლიფტებიც მოიშალა ქვეყანაში. ამიტომ ვამბობ მე, რომ სააკაშვილის რეჟიმი რაც იყო ყველამ კარგად ვიცით, გარკვეულწილად იქ სოციალური ლიფტები მუშაობდა. საჯარო სისტემაში მთლიანად მოშლილია იმის სტიმული, რომ თუ ადამიანი კარგად იმუშავებს, მას ექნება დაწინაურების და ხელფასის მატების პერსპექტივა. ეს არ არსებობს დღეს, ამიტომაც  იკარგება ყველაფრის ეფექტი.


სისტემური და აგრესიული ნაბიჯები უნდა გადაიდგას და უნდა დაალაგონ სიტუაცია იქ,სადაც ყველაზე მეტად არეულია. ეს მკვლელების მფარველობა, მაჩალიკაშვილის საქმე,პროკურორების არჩევა და ა.შ. ამ სისტემით ხელისუფლებას 2024 წლამდე მიღწევა ძალიანგაუჭირდება. ამიტომ, ხელისუფლების მთავარი საფიქრალი ახლა უნდა იყოს ნდობის დაბრუნება, რომელიც კრიტიკულ ზღვარზს გადაცდენილია უკვე. მაგრამ ამაზე არ ფიქრობენ,მე მგონი ეიფორიაში არიან.


კონცეფცია თავიდან როგორ იყო? ჯერ სტაბილურობა და კეთილდღეობა და მერემულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება. ანუ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. მევფიქრობ, რომ ხელისუფლება უნდა ხედავდეს, რომ ისინი ძალიან ცუდად დაამთავრებენ დაახლა ხელისუფლების გადარჩენის სხვა რეცეპტი არ არსებობს.  თუ უარს დღესვე არ იტყვიანმაჟორიტარული სისტემაზე.”


კომენტარები:

ფართი შოპი