‘’ხელისუფლება კვლავ თაროდან გადმოღებული, შეთითხნილი საქმეებით ცდილობს პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას’’- ბათლომე შელია

08 Sep 2021 14:03

„არჩევნებამდე 20დღით ადრე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩემზე პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს სწორედ ამ საქმით, რაც არ გამოუვათ.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავჯდომარემ და ოპოზიციის შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდში, ბათლომე შელიამ ჟურნალისტებს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.


„დღეს ხელისუფლებამ მის ჩვეულ სტილში გადმოიტანა თაროდან ის საქმე, რომელიც ერთი წლის წინ დამოკლეს მახვილივით დამკიდა სასარგებლო იდიოტების დახმარებით. 


ეს საქმე ერთი წლის წინ აღძრა ჩემ წინააღმდეგ, წინა სასამართლო მოსმენების შემდეგ თაროზე შემოდეს და დღეს, როცა მე ვარ ზუგდიდის პირველი მაჟორიტარული ოლქის შეთანხმებული კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან და ჩემი მონაცემებით, მათივე კვლევებით დიდი უპირატესობა მაქვს “ქართული ოცნების” კანდიდატთან შედარებით , სწორედ ამ დროს, არჩევნებამდე 20დღით ადრე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩემზე პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს სწორედ ამ საქმით, რაც არ გამოუვათ და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაც იხილავს თუ რა მოხდა იმ პერიოდში, როგორ აღძრეს ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმე და როგორ გამოიტანეს დღეს ეს საქმე, როცა სჭირდებათ ჩემი პოლიტიკური ზეწოლისთვის. ეს არის ამ ხელისუფლების სახე და ეს ხელისუფლება 20დღეში დასრულდება.“- განაცხადა შელიამ


შეგახსენებთ, რომ საუბარია 2020 წლის აპრილში მომხდარ ინცინდენტზე, როდესაც ის სამოქალაქო აქტივისტმა ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. შელია ბრალს არ აღიარებს.




კომენტარები:

ფართი შოპი