კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დროებით დაიკეტება

09 Jul 2018 17:17

„თბილსერვის ჯგუფი“ მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციას იწყებს.


სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დროებით შეიზღუდება მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა.


რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწისქვეშა გადასასვლელს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება.  


„თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.


კომენტარები:

ფართი შოპი