ქუთაისში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

08 Sep 2021 16:13

დევნილთა სააგენტომ ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.


დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას 7 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ.


იძულებით გადაადგილებული ოჯახებს განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:

• ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
• ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106;
• გორი სამების ქუჩა N1;
• რუსთავი, კოსტავას ქ.N20.


განაცხადი უნდა განაახლონ იმ დევნილმა ოჯახებმაც, რომლებსაც ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია წინა წლებში აქვთ შევსებული.
ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 5 კორპუსი შენდება.


16-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.




კომენტარები:

ფართი შოპი