ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიულ კოორდინატორებთან ერთად, მორიგი შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო სორის, ქვემო სორის და სამთისის მოსახლეობასთან გამართა

08 Sep 2021 17:40

ყველა სოფელში ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღო კანდიდატი, რისთვისაც  სერგი ხიდეშელმა მათ უდიდესი მადლობა  გადაუხადა.



სოფლებში შეხვედრებისას გამოიკვეთა ის პრიორიტეტული საკითხებიც, რომელთა დროულად მოგვარებაც ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


’ მე დავპირდი მოსახლეობას, რომ ჩვენი შეხვედრები არ იქნება ერთჯერადი, მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ჩვენ ვიქნებით მუდამ მათ სამსახურში. კარგად გვესმის ის პრობლემები, რომლებიც არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტში , გვაქვს ვალდებულება რომ ეს პრობლემები დროულად მოვაგვაროთ და ერთად ვიზრუნოთ სოფლის გაძლიერებისთვის“- განაცხადა სერგო ხიდეშელმა.



კომენტარები:

ფართი შოპი