ყველა სოფელში ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღო კანდიდატი, რისთვისაც სერგი ხიდეშელმა მათ უდიდესი მადლობა გადაუხადა.
სოფლებში შეხვედრებისას გამოიკვეთა ის პრიორიტეტული საკითხებიც, რომელთა დროულად მოგვარებაც ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
’ მე დავპირდი მოსახლეობას, რომ ჩვენი შეხვედრები არ იქნება ერთჯერადი, მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ჩვენ ვიქნებით მუდამ მათ სამსახურში. კარგად გვესმის ის პრობლემები, რომლებიც არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტში , გვაქვს ვალდებულება რომ ეს პრობლემები დროულად მოვაგვაროთ და ერთად ვიზრუნოთ სოფლის გაძლიერებისთვის“- განაცხადა სერგო ხიდეშელმა.