რა ვიცით კორონავირუსის ახალი, "მიუ" ვარიანტის შესახებ - რამდენად გადამდებია და ეფექტიანია თუ არა არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ?

08 Sep 2021 22:17

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი "მიუ" ვა­რი­ან­ტი ბოლო დროს მე­დი­ა­ში გან­ხილ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხია. ეს არის ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, რო­მე­ლიც მე­დი­კოს­თა გან­მარ­ტე­ბით, სხვა­დას­ხვა მუ­ტა­ცი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას წარ­მო­ად­გენს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი - რამ­დე­ნად გა­დამ­დე­ბი და სა­ხი­ფა­თოა ის, ასე­ვე რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია მის მი­მართ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი.


"მიუს", ან სა­მეც­ნი­ე­რო ენა­ზე რომ ვთქვათ, “B.1.621” ვა­რი­ანტს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში "სა­ინ­ტე­რე­სო ვა­რი­ანტს" უწო­დე­ბენ, სწავ­ლო­ბენ და აკ­ვირ­დე­ბი­ან. რო­გორც washingtonpost.com წერს, ეს არის მე­ხუ­თე ვა­რი­ან­ტი, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად ჯან­მო სწავ­ლობს.


  • სად გა­მოვ­ლინ­და პირ­ვე­ლად კო­რო­ნა­ვირუ­სის "მიუ“ ვა­რი­ან­ტი?

აღ­ნიშ­ნუ­ლი შტა­მი პირ­ვე­ლად 2021 წლის იან­ვარ­ში კო­ლუმ­ბი­ა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­დაც ამ დრო­ის­თვის ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ კი უკვე "მიუ" 39-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, მათ შო­რი­საა, აშშ, სამ­ხრეთ კო­რეა, ეკ­ვა­დო­რი, კა­ნა­და და ევ­რო­პის ნა­წი­ლი. აშშ-ში "მიუ“ ვა­რი­ან­ტის 2000-მდე შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი. უმე­ტე­სი მათ­გა­ნი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ფლო­რი­და­ში, ტექ­სას­სა და ნიუ იორკში.


აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის თქმით, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი დიდი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან ამ ვა­რი­ანტს და ამ დრო­ის­თვის უფრო მეტ საფრ­თხის შემ­ცვე­ლად "დელ­ტა“ შტა­მი რჩე­ბა.

  • არის თუ არა ეფექ­ტი­ა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი "მიუ“ ვა­რი­ან­ტის მი­მართ


ამ დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის თუ რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტით ეფექ­ტი­ა­ნია აღ­ნიშ­ნუ­ლი შტა­მი­სად­მი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "მიუ" ვა­რი­ან­ტი სხვა­დას­ხვა მუ­ტა­ცი­ე­ბის შერ­წყმის შე­დე­გა­დაა მი­ღე­ბუ­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს იმა­ზე, რომ ამ შტამს ჰქონ­დეს ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტეტ­ზე კი­დევ უფრო მე­ტად ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვიდ­რე აქამ­დე არ­სე­ბულ შტა­მებს, რაც იწ­ვევს შეშ­ფო­თე­ბას, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბა კვლე­ვით არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც ჯან­მო - ში ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვის შე­დე­გებს ელო­დე­ბი­ან.


ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის ცნო­ბით, გარ­კვე­უ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ცდე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ამ ვა­რი­ანტს აქვს უნა­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი აი­რი­დოს, მაგ­რამ მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცდე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი უტყუ­ა­რი დას­კვნის გა­სა­კე­თებ­ლად. ფა­უ­ჩი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ვაქ­ცი­ნა რჩე­ბა ეფექ­ტი­ან და სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.



ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის, "ფა­ი­ზე­რის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი "ვა­შინგტონ პოსტთან“ ამ­ბობს, რომ სწავ­ლო­ბენ ახალ ვა­რი­ან­ტთან ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას და მო­ნა­ცე­მებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მალე გა­უ­ზი­ა­რე­ბენ. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ კო­მენ­ტა­რი ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ე­ბელ სხვა კომ­პა­ნი­ებ­ში რო­გო­რე­ბი­ცაა: Moderna, Johnson & Johnson და AstraZeneca.

  • არის თუ არა "მიუ“ ვა­რი­ან­ტი უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბი?


ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და გე­ნო­მი­კის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი, მკვლე­ვა­რი, პრო­ფე­სო­რი პოლ კარ­დე­სა­ნი, რო­მე­ლიც სწავ­ლობს "მიუ“ ვა­რი­ანტს, ამ­ბობს, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით აღ­ნიშ­ნუ­ლი შტა­მი "სა­ვა­რა­უ­დოდ უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბია“, - კო­რო­ნა­ვირუ­სის ე.წ. უხა­ნურ შტამ­თან შე­და­რე­ბით, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, არის თუ არა ის "დელ­ტა“ შტამ­ზე უფრო გა­დამ­დე­ბი. პოლ კარ­დე­ნა­სის თქმით, ამ დრო­ის­თვის "შფოთვის სა­ფუძ­ვე­ლი არ ჩანს.“


"ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ ეს ვა­რი­ან­ტე­ბი, ახა­ლი შტა­მე­ბი მუდ­მი­ვად გაჩ­ნდე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი აღ­წე­რა, და­ხა­სი­ა­თე­ბა, სპე­ცი­ფი­კის გან­სა­ზღვრა, თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი.


ამას­თა­ნა­ვე, სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ამ ეტა­პის­თვის ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "მიუ" ვა­რი­ან­ტი შეყ­ვა­ნი­ლი აქვს "ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტის“ ვა­რი­ან­ტებ­ში და ის არ არის კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რო­გორც "შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ვა­რი­ან­ტი.“ ჯან­მო­ში შე­მაშ­ფო­თე­ბელს "დელ­ტა“ ვა­რი­ანტს უწო­დე­ბენ.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "მიუ" ვა­რი­ან­ტის ორი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და მე­ზო­ბელ თურ­ქეთ­ში, რის შემ­დე­გაც აღ­ნიშ­ნულ შტამ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ:


"თურ­ქეთ­ში “მიუ” შტა­მის 2 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა ამის სა­შიშ­რო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ნამ­დვი­ლად ვერ ვხე­დავ. ამ­ჟა­მად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ შემ­დგო­მი შტა­მის­თვის მზად უნდა ვი­ყოთ. ამის­თვის უნდა ვი­ცო­დეთ თუ რა ქცე­ვით ხა­სი­ათ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი შტა­მი, რო­გო­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ვრცელ­დე­ბა.


რაც შე­ე­ხე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის მე­თოდს, ის არ იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დის, შე­სა­ბა­მი­სად, ამ კუ­თხი­თაც მზად ვიქ­ნე­ბით. ამ­ჟა­მად ვაკ­ვირ­დე­ბით იმას, რო­მე­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თვის იქ­ნე­ბა მე­ტად რის­კის შემ­ცვე­ლი, რის შე­დე­გა­დაც და­მა­ტე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბებს მივ­მარ­თავთ“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი