დავით შერაზადიშვილი განაგრძობს სააღცევნო კამპანიას

08 Sep 2021 23:09

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი აგრძელებს ამომჩევლისთვის სამომავლო გეგმების გაცნობას.


ამჯერად, ის  სოფელ ქვემო ბოლნისს ეწვია და მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ, მახირ ბაირამოვთან ერთად შეხვდა.


ადგილობრივებს გააცნო,  როგორც მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა, ასევე კონკრეტული გეგმები თუ რის გაკეთებას აპირებს მათ სოფელში. ასევე, ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე და მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები.

 

„ქვემო ბოლნისში, ბოლო წლების მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: მოეწყო გარე განათების ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიას, მოწესრიგდა სკოლის სველი წერტილები და რაც მთავარია მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა.


ჩვენთვის, თანაბრად მნიშვნელოვანია ქალაქსა და სოფელში შევქმნათ გამართული ინფრასტრუქტურა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ უკეთესი „,- განაცხადა გავით შერაზადიშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი