3 რჩევა ექიმისგან იმისთვის, რომ კოვიდის დროს ან მის შემდგომ დარჩენილი მშრალი ხველა დაძლიოთ

09 Sep 2021 11:53

ექი­მი რე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე მო­რიგს ვი­დე­ობ­ლოგს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მა­ყუ­რე­ბელს ას­წავ­ლის გზებს თუ რო­გორ უნდა მო­აგ­ვა­რონ კო­ვი­დის დროს ან შემ­დგომ დარ­ჩე­ნი­ლი მშრა­ლი ხვე­ლის პრობ­ლე­მა.


გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე:

"კო­ვი­დის შემ­დეგ ბევრ ადა­მი­ანს წუ­ხებს მშრა­ლი ხვე­ლის პრობ­ლე­მა, ზოგს კო­ვი­დის დრო­საც აქვს ეს სიმპტო­მი. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ხვე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ხში­რად ვერ აგ­ვა­რებს ამ პრობ­ლე­მას. ხში­რად გა­ი­გო­ნებთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­ლი­ეს ხვე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლე­ბი, მაგ­რამ არ ეშ­ვე­ლათ.


თუ ხვე­ლა კო­ვი­დის დროს და­გე­წყოთ და ერთი თვე არ აგი­ლაგ­და, იმის ალ­ბა­თო­ბა რომ ეს 6-9 თვე გაგ­რძელ­დეს ძა­ლი­ან დი­დია.


რჩე­ვა პირ­ვე­ლი - მი­ი­ღეთ ამ დროს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სი­თხე, რად­გან რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მში ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ღა­ლია, სი­თხე ორ­ქთლდე­ბა, ამ დროს კი სა­სუნ­თქი გზე­ბი შრე­ბა და ადა­მი­ა­ნი იწყებს ხვე­ლას.


რჩე­ვა მე­ო­რე - ორ­თქლის ინ­ჰა­ლა­ცია, ეს არის იდე­ა­ლუ­რი გზა, ვიდ­რე ხვე­ლის დამ­თრგუ­ნა­ვი პრე­პა­რა­ტე­ბი. აა­დუ­ღეთ წყა­ლი, გა­და­ი­ფა­რეთ თავ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ნა­ჭე­რი და ისუნ­თქეთ ისე­თი მან­ძი­ლი­დან, რომ სახე არ და­გეწ­ვათ.


რჩე­ვა მე­სა­მე - მი­ირ­თვით თაფ­ლი­ა­ნი ჩაი. აქვე არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ერთ წლამ­დე ბავ­შვებ­ში თაფ­ლის მი­ცე­მა აკ­რძა­ლუ­ლია. თუ გინ­დათ, რომ თაფ­ლი­ა­ნი ჩაი ეფექ­ტუ­რი იყოს, ასე­ვე შე­იძ­ლი­ათ და­უ­მა­ტოთ პიტ­ნა. ლი­მონ­საც თუ და­უ­მა­ტებთ, თქვენ მი­ი­ღებთ ხვე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იდე­ა­ლურ კოქ­ტე­ილს.


აქვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მშრა­ლი ხვე­ლის დროს, სა­დაც თქვენ ხართ ოთახ­ში, არ უნდა მო­იხ­მარ­დნენ ნი­კო­ტინს, რად­გან თქვენ­თვის ძა­ლი­ან ცუ­დია.


ასე­ვე კარ­გია, თუ ძი­ლი­სას ერთ ბა­ლიშს, მე­ო­რეს და­უ­მა­ტებთ, ეს შე­გი­ჩე­რებთ რეფ­ლუქსს და ხვე­ლა შემ­ცირ­დე­ბა.


თუ ნახ­ვე­ლი გიგ­როვ­დე­ბათ, თბილ წყალ­ში ჩა­ყა­რეთ მცი­რე­ო­დე­ნი მა­რი­ლი და გა­მო­ივ­ლეთ ხა­ხა­ში, მო­გა­შო­რებთ ლორ­წოს და შე­გიმ­ცი­რებთ ყვე­ლას...“ - ამ­ბობს გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე.


წყარო:  " ამბები.ge"




კომენტარები:

ფართი შოპი