"განათლების არსებულ სისტემას საბჭოთა სისტემა სჯობდა, მოსწავლეები ბევრად განათლებულები იყვნენ" - აკაკი ზოიძე

09 Jul 2018 19:23

"შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ სასკოლო განათლება, როგორც სისტემა საბჭოთა დროინდელი სჯობდა. გასაგებია ჩვენ რაღაც პროცესებს მივუერთდით, ბევრ ჭკვიანურ რაღაცას ვიძახით იმის თაობაზე, რომ იქ კორუფცია იყო გამეფებული, გეთანხმებით ოქროს მედალს არ მოგცემდნენ ისე, მაგრამ იყო სისტემა, რომელიც გაძლევდა ზოგად განათლებას. ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დროს მოსწავლეები გაცილებით უფრო განათლებულები იყვნენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, განვითარებული, მოწინავე ქვეყნების მოსწავლეები. ეს ცნობილია, იმარჯვებდნენ ოლიმპიადებზე, მათემატიკური თუ სხვა ტიპის. ზოგადად უფრო მეტს კითხულობდნენ, სპეციალიზაცია იყო მერე პრობლემa,  თორეm ზოგადი განათლების კუთხით პირველ ადგილზე იყო".


კომენტარები:

ფართი შოპი