„აჭარის ხელისუფლებამ უნდა შექმნას მედიკამენტების საწყობები უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად“ - ვახტანგ კალოიანი

09 Sep 2021 13:37

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების მისაღებად აჭარაში ექიმს ძალიან რთული პროცედურის გავლა უწევს.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატმა ბათუმში, ვახტანგ კალოიანმა ჟურნალისტებს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.


„აჭარაში პრობლემები არის მედიკამენტების მომარაგებასთან დაკავშირებით.ისეთი საციცოხლო მნიშვნელობის პრეპარატების მისაღებად, როგორიც რემდესივირი და ტოცილიზუმაპია, ექიმს ბათუმში, ხულოში, ქედაში, ძალიან რთული პროცედურის გავლა უწევს, რაც თბილისში ფორმა 100 -ის გამოგზავნას და იქიდან დასტურის მიღებას მოიცავს. 


ასევე ძალიან სახიფათოა ის, რომ ბათუმში ამ პრეპარატების საწყობი აღარ არის, მედიკამენტები მხოლოდ თბილისის ერთ კლინიკაშია მომარაგებული და იქიდან ხორციელდება გადანაწილება. 


ეს დანერგილი პრაქტიკა არის ძალიან სახიფათო, რადგან ორივე პრეპარატს კონკრეტული გამოყენების ვადა გააჩნია. მივმართავ აჭარის ხელისუფლებას, გამოიყენოს სარეზერვო ბიუჯეტი ამ მედიკამენტების საწყობისა და ბაზის შესაქმნელად, რათა თავიდან ავირიდოთ ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების უარყოფითი შედეგები თავიდან.“ - განაცხადა კალოიანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი