მორიგი შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ბარის, ქვემო ბარის და მრავალძლის მოსახლეობასთან შედგა.
შეხვედრებზე მოსახლეობას სამოქმედო გეგმა გააცნო და მოისმინა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს დროულ მოგვარებას.
“პირობას ვაძლევ ყველა ონელს, ჩემს გუნდთან ერთად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, განვითარებას და ბევრ წარმატებას მოვუტან ონის მუნიციპალიტეტს“ - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას სერგო ხიდეშელმა.