„ის, რომ პარტიის წევრობამდე ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში ეს არც დასამალია და არც რაიმე პრობლემას წარმოადგენს, ეს ინფორმაცია იყო ყველასთვის საჯარო“ - გიორგი ნონიაშვილი

09 Sep 2021 16:52

„პარტიის წევრობამდე ვმუშაობდი არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ეს არც დასამალია და არც რაიმე პრობლემას წარმოადგენს, ადამიანის უფლებების დაცვა იყო ჩემი საქმე “ - ასე ეხმაურება ჩუღურეთის საერთო ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ნონიაშვილი გივი მიქანაძის განცხადებას


„პრობლემა ის ის კი არ არის, რომ დამკვირვებლებს გააჩნიათ პოლიტიკური სიმპატიები, „ქართული ოცნება“ საუბრობდა, რომ იპოვა დამკვირვებლები, რომლებიც „ფეისბუქზე“ საკუთარ პოლიტიკურ სიმპატიებს ღიად აფიქსირებდნენ, პრობლემა იმაშია, რომ „ქართული ოცნება“ ღიად საკუთარ საარჩევნო კომისიის წევრებს აკომპლექტებს პარტიული წევრებით და კოორდინატორებით, „ქართულმა ოცნებამ“ ჩემზეც ისაუბრა და წარმოაჩინეს, რომ თითქოს მე ვარ აფილირებული ორგანიზაცია „სირცხვილიასთან“, მათგან განსხვავებით მეც და ბევრ სხვა ადამიანს აქვს წარსული და რეპუტაცია, მე წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით ვმუშაობდი მათ შორის ამ ორგანიზაციაში და ახლა ცხადია ვიცავ იმ წესს, რომ არანაირი კავშირი არ მაქვს არც სირცხვილიასთან და არც სხვა ჩემს მიერ დააფუძვნებულ ორგანიზაციასთან, მაგრამ თავისი არსით ადამიანი პოლიტიკური პარტიის წევრობამდე, რომ მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში ეს არც დასამალია და არც რაიმე პრობლემას წარმოადგენს“ - განაცხადა ნონიაშვილმა


შეგახსენებთ, რომ გივი მიქანაძემ დღევანდელ პრეზენტაციაზე გიორგი ნონიაშვილზე ისაუბრა „ააქვე ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ სირცხვილიას წარმომადგენლები, ბატონი ნონიაშვილი, რომელიც გამგეობის წევრი არის, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი პირველი ნომერია წარმოდგენილ საარჩევნო სიებში. 


ამიტომ, რს ბმები, რომლებსაც გაჩვენებთ, არის პირდაპირ კავშირში იმასთან, თუ როგორ არის ვითომდა არასამთავრობო სექტორი, რომელიც რეალურად წარმოადგენს აფილირებულ ორგანიზაციებს კონკრეტული რადიკალური ოპოზიციური პარტიების, დაკავშირებული ამ კონკრეტულ პარტიებთან“ - განაცხადა მიქანაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი