კარლო ამირგულაშვილი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის საბჭოს წევრად აირჩიეს

09 Sep 2021 19:24

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მსოფლიო კონსერვაციის კონგრესის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის საბჭოს წევრად, 4 წლის ვადით აირჩიეს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საბჭო, კონგრესებს შორის ინტერსესიურ პერიოდში, კავშირის მთავარ მმართველ ორგანოს წარმოადგენს.


„IUCN-ის მსოფლიო კონსერვაციის კონგრესი საფრანგეთში, ქალაქ მარსელში, 3-11 სექტემბერს ტარდება. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლას, ასევე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის აუცილებელი ქმედებების განსაზღვრას. 


კონგრესზე, განსახილველ საკითხებს შორის არის: 2020 წლის შემდგომი ბიომრავალფეროვნების სტრატეგია, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, დაცული ტერიტორიების და ტყის მდგრადი მართვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.



კომენტარები:

ფართი შოპი