"ნარკოტესტის ჩატარების პრობლემა არასოდეს არ მქონია, როცა საჭირო ყოფილა, ჩამიტარებია" - ნიკა მელია

09 Sep 2021 19:51

ნარკოტესტის ჩაბარებაზე კახა კალაძის ინიციატივას ნიკა მელიამაც უპასუხა. ენმ-ს თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მას არ აქვს სამედიცინო შემოწმების პრობლემა - მთავარია ტესტი ხელისუფლებამ ორ ოქტომბერს უნდა ჩააბაროს.


"ნარკოტესტის ჩატარების პრობლემა არასოდეს არ მქონია, როცა საჭირო ყოფილა, ჩამიტარებია. მე ვუთხარი ბატონ კალაძეს, სხვა ტესტებიც ჩავატაროთ, იქნება ეს მთავარი დემოკრატიული ტესტი - 2 ოქტომბერი და მან უნდა ჩაატაროს პირველ რიგში, ღარიბაშვილთან, კობახიძესთან და ბიძინა ივანიშვილთან ერთად და მერე სხვა დანარჩენი ყველა ტესტიც შეგვიძლია ჩავატაროთ, მათ შორის IQ ტესტიც,“ - აცხადებს ნიკა მელია. 



 



კომენტარები:

ფართი შოპი