„გახშირებული კრიმინალური თავდასხმები „ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკის შედეგია“ - ლაშა დამენია

09 Sep 2021 20:26

„დღევანდელი თავდასხმა ზუგდიდში ჩაგდებული ოპერაციის წარმატებულად გამოცხადების პირდაპირი გაგრძელებაა.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, ლაშა დამენია ყვარელში მიმდინარე ყაჩაღობის ფაქტს 


‘’ამ წუთებში ყვარელში მიმდინარე მდგომარეობა ბანკის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით ფაქტობრივად არის პირდაპირი გაგრძელება ზუგდიდში განვითარებული მოვლენებისა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ეს ღონისძიება გამოაცხადა წარმატებულად და თავდასხმელს მისცეს გაქცევის უფლება. 


ეს არის ის წამახალისებელი ფაქტორი, რომლის გამოც ბანკების დაყაჩაღება გრძელდებოდა და გრძელდება დღესაც. ამიტომ დღეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გააკეთოს შსს-მ რომ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ აღიკვეთოს ეს ინცინდენტი და მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები მაქსიმალურად იყოს გამორიცხული ქვეყანაში.’’- ლაშა დამენია


ცნობისთვის, ყვარელში, საქართველოს ბანკის შენობაში უცნობი თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.




კომენტარები:

ფართი შოპი