პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნათია მეზვრიშვილი ოცნების და ოპოზიციის ერთიან კანდიდატებს - კონსტანტინე ზარნაძეს და ელენე ხოშტარიას დებატებში იწვევს.
,,გლდანი იმსახურებს რომ მის წარმატებაზე გადიოდეს თბილისის წარმატება.
უკეთესი #გლდანისთვის და მხოლოდ გლდანის საჭიროებებზე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში პირისპირ დებატებში დავჯდე გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატთან “ქართული ოცნებიდან” - კონსტანტინე ზარნაძესთან და ოპოზიციის ერთიან კანდიდატთან “დროა”-დან ელენე ხოშტარიასთან.“ - წერს ნათია მეზვრიშვილი თავის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში.