"ცხოვრება საქართველოს მიუძღვნეს",- ვინ იყვნენ სმიტები, რომლებიც ხადას ხეობაში სასტიკად მოკლეს

09 Jul 2018 21:38

როგორც მარნეულში მცხოვრები სმიტების მეგობრები ყვებიან, რაიან და ლორა სმიტები, რომელბიც 4 წლის შვილთან ერთად ხადას ხეობაში მოკლეს, საქართველოში საცხოვრებლად კალიფორნიიდან 2011 წელს გადმოვიდნენ. 2012 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეობაც მიიღეს.


სმიტები მარნეულში ცხოვრობდნენ, სადაც ხელნაკეთი ხალიჩების საწარმოც ჰქონდათ და საიდანაც ტრადიციულ აზერბაიჯანულ სტილში შესრულებულ ხალიჩებს შტატებში გზავნიდნენ.


„ 4-5 წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. მის მეუღლე ლოლას ძალიან კარგად ვიცნობდი, ჩვენ ბავშვები ერთდ იზრდებოდნენ. საქართველოში მცხოვრები ადამიანების მიმართ ძალიან კარგი დამოუკიდებულება ჰქონდათ, ძალიან უყვარდათ. გაოცებული ვიყავი, რომ მათ ამერიკაში ცხოვრებას საქართველოში ცხოვრება აარჩიეს და მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს მიუძღვნეს. მარნეულისთვის ბევრი რამის გაკეთებას გეგმავდნენ, მაგალითად, ბავშვებისთვის სათამაშო მოედნის თავიანთი ხარჯების მოწყობას გეგმავდნენ. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა არა მარტო  ჩვენთვის, მისი მეგობრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის,“-ყვება  სმიტების ოჯახის მეგობარი. 


კომენტარები:

ფართი შოპი