პოლიციამ ყვარელში ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დააკავა

09 Sep 2021 23:16

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარელში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ
ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1
პირი - 1972 წელს დაბადებული შ.მ. დააკავა.


გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული შ.მ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე
მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და
დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა.


ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და
დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.


შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის
განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შ.მ.-მ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.


მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე,
323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.




კომენტარები:

ფართი შოპი