ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ სრულად ვართ ჩართული ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს დაბრუნება საქართველოს მოქალაქეების მიერ

09 Sep 2021 23:21

პარტიის ,,ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ, მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას „ლელოს 9 ნაბიჯი – თბილისის მარშალის გეგმა“ წარუდგინეს. 


,,ლელო” სრულად არის ჩართული ამ ბრძოლაში , რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს დაბრუნება საქართველოს მოქალაქეების მიერ, სახელმწიფო ინსტიტუციების მოქალაქეების სამსახურში ჩაყენება, მერიის და საკრებულოს თბილისელების ინტერესებისადმი დაქვემდებარება. ჩვენ -ლელომ უნდა შევცვალოთ ის მანკიერი ტრადიცია, როცა ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და როცა თვითონ მოდიოდნენ ხელისუფლებაში ავიწყდებოდათ ის იდეალები, რომლებისთვისაც სიტყვით იბრძოდნენ და საქმით აგრძელებდნენ იგივეს კეთებას რისთვისაც წინა ხელისუფლებას ებრძოდნენ. 


,,ლელო” არა მხოლოდ თანმიმდევრულად ამხელს და აკრიტიკებს ,,ქართულ ოცნებას” და ამ არჩევნებზე აუცილებლად ჩამოაშორებს მმართველობას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არამედ გააჩნია მკაფიო და გამართული პროგრამა თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ კოალიციური მმართველობის პირობებში ჩვენი ქვეყანა არსებული მძიმე კრიზისიდან და როგორ ვაქციოთ თბილისი რეგიონის ევროპულ დედაქალაქად.


,,ლელოს" თბილისის რეალური განვითარების გეგმა 9 პუნქტიანია:
1. „ქალაქი ქალაქში" – 21 საუკუნის თბილისი
2. მზრუნველი და სამართლიანი თბილისი
3. უსაფრთხო და სუფთა ქალაქი
4. მწვანე ქალაქი
5. საქმიანი თბილისი
6. Connected თბილისი
7. ჯანმრთელი და განათლებული თაობის თბილისი
8. მასპინძელი თბილისი
9. ძველი თბილისი




კომენტარები:

ფართი შოპი