კახა კალაძე: გიორგი გახარია ჩემთვის სხვა კანდიდატისგან არაფრით განსხვავდება

10 Sep 2021 00:19

გიორგი გახარია ჩემთვის არაფრით განსხვავდება რიჩარდისგან, ნიკა მელიასგან, ანა დოლიძისგან ან ნებისმიერი სხვა კანდიდატისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა


„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა. დაახლოებით 16-მდე კანდიდატია წარმოდგენილი და მზად ვარ, ყველა კანდიდატთან დავჯდე. რაღაცით გამორჩევა ვიღაცის, არასწორია ეს. როგორ უნდა დაჯდე ერთი ერთზე, რატომ უნდა დავჯდე გახარიასთან, შეგიძლიათ ამიხსნათ ადამიანურად, ან რატომ უნდა დავჯდე რიჩარდთან ერთი ერთზე, ან ანა დოლიძესთან?! ყველა დავსხდეთ და ნებისმიერ თემაზე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი