ქუთაისის სკოლების მასწავლებლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

10 Sep 2021 11:37

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. ქუთაისის სკოლების მასწავლებლები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანგებოდ მოწყობილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აიცრნენ.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს სკოლის წარმომადგენლებს, დროულად ჩაერთონ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში, საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებასა და სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში წარმართვას.


იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.




კომენტარები:

ფართი შოპი