საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა

10 Sep 2021 12:03

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვა პირების დახმარებით, იტალიის მოქალაქეზე რიცხული ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს იტალიის მოქალაქის პასპორტი და მესაკუთრის მსგავსი ვიზუალის მქონე დაუდგენელი პირის დახმარებითა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გზით, 2021 წლის აგვისტოში ერთ-ერთის სახელზე დაარეგისტრიდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 900 მმიწის ნაკვეთი.


ზემოაღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულების მიერ მოძიებულ იქნა მიწის ნაკვეთის ახალი შემძენი პირი, რომლის რეალიზაციის  მცდელობისას მოხდა მათი დაკავება.


გამოძიების პროცესში დაყადაღდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება წინასწარი მონაცემებით 350 000 ლარს შეადგენს.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.


ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.


სპიკერი - თეონა დევდარიანი საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი




კომენტარები:

ფართი შოპი