„ქართული ოცნების“ კვლევის თანახმად, ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნებას“ 48.6%, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 27.1%, „საქართველოსთვის“ 5.8% უჭერს მხარს

10 Sep 2021 14:24

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე „ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“ მმართველ გუნდს მხარს გამოკითხულთა 48.6% დაუჭერდა.


ამავე კვლევის მიხედვით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 27.1%-ით, მესამე ადგილზე კი პარტია „საქართველოსთვის“ 5.8%.


როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს და გამოკითხვაში 2975 რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა.


,,დღეს გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები. საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2975 რესპოდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83.8 პროცენტმა დაასახელა, ცდომილების ზღვარი არის 3%.


კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას - „ქართული ოცნება“ 48.6%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 27.1%, „საქართველოსთვის“ - 5.8%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3.4%, „მოქალაქეები“- 2.6% , „პატრიოტთა ალიანსი“ - 2.4%, „მესამე ძალა“ - 2.3%, „ლელო“ - 2.3%, „ლეიბორისტული პარტია“ - 1.2%, გირჩი 1.1%, „ევროპული საქართველო“- 1.1% და სხვა პარტიები - 2.1%“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი