ელისო ბოლქვაძე: მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან კულტურული დიპლომატიის განვითარება

10 Sep 2021 15:24

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს, ნოშრევან ლომთათიძეს შეხვდა.

 

შეხვედრაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის - BSEC-ის ქვეყნებთან კულტურის მიმართულებით თანამშრომლობასა და ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.


„შევთანხმდით, რომ 2022 წლის სექტემბერში გამართულ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალზე BSEC-ის ქვეყნებიდან მოწვეული იქნებიან კულტურის წარმომადგენლები. 


ჩვენ ასევე დავუკავშირდებით აზიისა და აფრიკის ქვეყნებს, რომ მათთან ერთად ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში განვახორციელოთ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნებთან კულტურული დიპლომატიის განვიათრებას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია “, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი