მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყო

10 Sep 2021 16:42

გლდანის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ამჯერად, გზის მოწესრიგების სამუშაოები მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე დაასრულა.


გასულ წელს, ვაშაკიძის ქუჩაზე გამგეობის მიერ წყალარინების  ქსელი მოეწყო, ახლა კი, ასფალტის საფარი დაიგო.  აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა.


სამუშაოების შედეგად, 4 650 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე  განხორციელდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 248 396  ლარი დაიხარჯა.




კომენტარები:

ფართი შოპი