პრემიერ-მინისტრი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა

10 Sep 2021 17:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა. მთავრობის მეთაურმა ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელთან ერთად მოილოცა. მთავარეპისკოპოსმა პრემიერ-მინისტრი დალოცა და მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


გერგეტის სამების ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტი თავმჯდომარე კახა კუჭავა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, პარლამენტის დეპუტატები- დიმიტრი ხუნდაძე, ალუდა ღუდუშაური, ლევან მგალობლიშვილი,


მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი