ალექსი ბატიაშვილი ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდა

10 Sep 2021 17:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა  ქვეყანაში და რეგიონში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს, ასევე  შესაძლო მოსალოდნელი გამოწვევები და აღნიშნულის ფარგლებში  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციიდან გამომდინარე უწყების როლი არჩევნების მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა  მზაობა გამოთქვეს დახმარება აღმოუჩინონ მისიას, ნებისმიერ საკითში რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება. მისიამ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურს და თავის მხრივ მზადყოფნა გამოთქვა დახმარებისთვის.


შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციისა და საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტების უფროსებიც ესწრებოდნენ.




კომენტარები:

ფართი შოპი