"ხვალ უნდა ვთქვა - ეკონომიკის მინისტრად ვავა ჩამოჰყავთ-მეთქი, დიდი გარჩევები იქნება"-რომან გოცირიძე

10 Jul 2018 05:55

"ორი სამინისტრო ერთიანდება-იუსტიციის და სასჯელაღსრულების. ორი მინისტრიდან ერთი დაემშვიდობება პოსტს. ვინ იქნება მინისტრიო, შემეკითხნენ ტელევიზიები. ამ ორიდან უარესი მეთქი. გავარდა ხმები, მოედო მთელ ფეისბუკს-რომან გოცირიძემ თქვა, იუსტიციის მინისტრი სუარესი იქნებაო. ზოგს ჰგონია, რომ ლათინური ამერიკიდან ჩამოჰყავთ, ზოგი ამბობს, ბარსელონის და ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელ სუარესს შეადარა, რომელიც იკბინება და ამის გამო დისკვალიფიცირებულიც კი იყო ორჯერო. სუარესი სიმულიანტი ფეხბურთელია და იქნებ ეს იგულისხმაო, ამბობენ სხვები. სად იყო და სად არა, გამოჩნდა ჩვენი ადა და განმარტა: რადგან რომანს კარგად ვიცნობ, ალბათ ”სულ უარესს” იტყოდაო. 


ხვალ უნდა ვთქვა: ეკონომიკის მინისტრად ვავა ჩამოჰყავთ მეთქი. 


ვავა ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდაა, მეგრულად ვაი-უია და ხარისხის არხზე ორ ძმობილს გადაცემა რომ მიჰყავს, იმათვის www, ინტერნეტი, ეშმაკის ნიშანი. 


დიდი გარჩევები იქნება ხვალ."


კომენტარები:

ფართი შოპი