მამუკა ხაზარაძემ ქარელში "ლელოს" მერობის კანდიდატად გენადი ჩუტკერაშვილი წარადგინა

10 Sep 2021 21:05

"კოალიციურ მთავრობაში ვერ ჩააწყობ, ვერ დაალაგებ, თვალს ვერ ჩაუპაჭუნებ და ტენდერს ვერ მოიგებ, რომელიც არ გეკუთვნის. 2 ოქტომბრის არჩევნები იქნება გარდამტეხი მომენტი, როდესაც ჩვენი ქვეყანა დაიწყებს ძალიან სწრაფ მოძრაობას და ჭაობიდან ამოსვლას" - მამუკა ხაზარაძე 


ქარელის მუნიციპალიტეტში დღეს "ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინეს - კეხიჯვარი - ზურა ლეკიშვილი, ქარელი - დავით მარჯანიძე, აგარა - გიორგი გელაშვილი, ვრეძი - მალხაზ ხარაზიშვილი, რუისი - როინ ლომიძე



"ორ ოქტომბერს ჩვენ უნდა გადავტეხოთ ის ბარიერი, ჩავატაროთ ღირსეულად რეფერენდუმი და უარი ვუთხრათ ერთ პარტიულ, ერთი კაცის სისტემას ამ ქვეყანაში. ეს მოგვცემს საშუალებას მომავალ წელს სრულად პროპორციული არჩევნები ჩავნიშნოთ და ქვეყანა გადავიყვანოთ ევროპული ტიპის მართვაზე, სადაც მოიხსნება შიში, მოიშლება ეს ვერტიკალი და ადამიანები მაშინვე მიხვდებიან, ბიზნესი, კერძო სტრუქტურა, რომ ვინმესთან კი არ უნდა დაალაგოს და ჩააწყოს, არამედ სასამართლო უნდა ქონდეს ძლიერი და სამართლიანი! პროკურატურა უნდა ქონდეს დამოუკიდებელი, იმიტომ რომ კოალიციურ მთავრობაში ვერ ჩააწყობ, ვერ დაალაგებ, თვალს ვერ ჩაუპაჭუნებ და ტენდერს ვერ მოიგებ, რომელიც არ გეკუთვნის. 


ეს იქნება გარდამტეხი მომენტი, როდესაც ჩვენი ქვეყანა დაიწყებს ძალიან სწრაფ მოძრაობას და იმ ჭაობიდან ამოსვლას, რომელშიც დღეს არის. 


ჩვენ ვართ ის ადამიანები ვინც იცის, თქვენთან ერთად, როგორ გამოიყვანოს ეს ქვეყანა ასეთი Მძიმე მდგომარეობიდან. 


თქვენს ხელშია თქვენი შვილების, თქვენი ოჯახის ხვალინდელი დღე და ამის ფორმულა არის მხოლოდ ერთი - არჩევნებზე გამოსვლა და ამ არჩევნების დამაჯერებლად გამარჯვება. 


დამაჯერებელი მოგება კი იქნება ჩვენი ქვეყნის გადატვირთვის დაწყება!"




კომენტარები:

ფართი შოპი