ვანო მაჭავარიანი, გიორგი ქობულია, მიხეილ ბატიაშვილი - მთავრობის ახალ შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ ხვალ დაასახელებს

10 Jul 2018 19:22

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის შემადგენლობას, სავარაუდოდ, ხვალ დაასახელებს. მთავრობის ახალ შემადგენლობაში ახალი სახეებიც იქნებიან. „კურიერის“ ინფორმაციით, მთავრობაში, სავარაუდოდ, სამი მინისტრი იცვლება.


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის გაერთიანებული სამინისტროს მინისტრის პორტფელს, სავარაუდოდ, მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს. მიხეილ ჩხენკელის სავარაუდო შემცვლელი ამ დროისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორია.


ფინანსთა მინისტრად კომპანია "ჯეოსელის" კომერციული დირექტორი, ვანო მაჭავარიანი სახელდება.


ეკონომიკის მინისტრის პორტფელს კი, სავარაუდოდ, ექიმი კარდიოლოგი - გიორგი ქობულია ჩაიბარებს. ის მოსკოვში საქმიანობს.


სავარაუდოდ, მთავრობის ძირითადი შემადგენლობა, მათ შორის ძალოვანები და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოსტებს ინარჩუნებენ.


რუსთავი2 


კომენტარები:

ფართი შოპი