„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის დასაცავად მებრძოლი ადამიანები სასაცილო, 22 ლარიანი, დახმარების იმედად დატოვა - ანა ბიბილაშვილი

10 Sep 2021 23:28

“ლელოს“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე,  პარტიის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  თამარ ადამია გლდანში ვეტერანებს შეხვდნენ. 


შეხვედრა, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ გმირთა მემორიალთან  გაიმართა.


მოუსმინეს  მათ პრობლემებს, რომელიც ამ ადამიანებს მრავლად დაუგროვდათ ბოლო წლების განმავლობაში და მის მოსაგვარებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს.


ანა ბიბილაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის დასაცავად მებრძოლი ადამიანები სასაცილო, 22 ლარიანი, დახმარების იმედად დატოვა. იმ ადამიანებს, კი რომლებმაც ომში დაზიანებები მიიღეს შშმ პირის სტატუსი ჩამოართვა. როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ამ ადამიანებს, მხოლოდ პარტიული ინტერესისთვის ელაპარაკება.


„შეხვედრა გვქონდა, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ გმირთა მემორიალთან გლდანის ტერიტორიაზე. შევხვდით ვეტერანებს და დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან. შეხვედრა საკმაოდ  მასშტაბური და ნაყოფიერი გამოდგა. ვეტერანები გვესაუბრნენ მათ მდგომარეობაზე და იმაზე, რომ სახელმწიფომ მიატოვა, ყოველგვარი დახმარების გარეშე. სირცხვილია, რომ დღეს მათი პენსია 22 ლარს შეადგენს.


“ქართული ოცნება” ამ ადამიანებს ელაპარაკება პარტიული ინტერესებით. პარალელურად კი


ვეტერანებს პრობლემებს უქმნიან. შშმ პირს, რომელიც დაზიანდა ომში ჩამოართვეს შშმ პირის სტატუსი და 800 ლარიანი პენსია რომელიც ეკუთვნის მოუხსნეს და მხოლოდ 22 ლარის იმედად დატოვეს. ეს არის გაუმართლებელი და სამარცხვინო ფაქტი “ქართული ოცნების” მხრიდან. დღევანდელ მთავრობას, არ აინტერესებს, თუ რა დამსახურება აქვს ამ ადამიანების ჩვენი ქვეყნის წინაშე,“-განაცხადა ბიბილაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი