მამუკა წოწერია: შეხვედრებს ვიყენებთ უდიდესი გამოწვევის ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მისასალმებელია, რომ მოსახლეობის ჩართულობა დღითიდღე იზრდება

11 Sep 2021 00:57

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, დღეს, რიყის, ტყაიისა და ზედაეწერის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს ამ სოფლებსა და მთლიანად მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი გეგმები გააცნო. წოწერია ადგილობრივებს

 

როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშნა, სოფლებში ძირითადი ინფრასტრუქტურა მოგვარებულია. ხოლო ის პრობლემები, რაც მოსახლეობასთან შეხვედრებზე გამოიკვეთა უახლოეს ხანებში, მისი მოგვარების გეგმები დაისახება.

 

„ვაგრძელებთ შეხვედრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ამჟამად ჩვენ შევხვდით რიყის, ტყაიისა და ზედაეწერის მოსახლეობას. 


გავაცანით ჩვენი ხედვები მუნიციპალიტეტის განვითარების თაობაზე. კარგია, რომ ამ სოფლებს ძირითადი ინფრასტრუქტურა მოგვარებული აქვს.

 

ზედაეწერში გამოიკვეთა წყლის მიწოდების პრიორიტეტი, რომელსაც უახლოეს ხანებში დაგეგმავს მუნიციპალიტეტი და განახორციელებს შესაბამის პროექტებს, ხოლო ტყაიასა და რიყეში ძირითადად დგას შიდა საუბნო პერიფერიული გზების მოწესრიგების საკითხი და ჩამოვყალიბდით აქაც რამდენიმე პრიორიტეტზე.

 

დღევანდელი შეხვედრა ჩვენ გამოვიყენეთ ასევე უდიდესი გამოწვევის ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მისასალმებელია, რომ მოსახლეობის ჩართულობა  დღითიდღე იზრდება"-განაცხადა მამუკა წოწერია.

 

შეხვედრებზე მერობის კანდიდატთან ერთად ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ფიფია ესწრებოდნენ.



კომენტარები:

ფართი შოპი