გიორგი გახარია: ამ არჩევნების შედეგებით ჩვენ, პარტია „საქართველოსთვის“ დავიწყებთ ქვეყანაში ცვლილებების პროცესს

11 Sep 2021 01:01

გიორგი გახარიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა ოცნების მიერ ტირაჟირებულ განცხადებაზე, თითქოს პარტია „საქართველოსთვის“ იშლება.


„ჩვენი გუნდის დაშლა ოცნებაში დაანონსეს 3 თვის წინ - თავიდან ამბობდნენ ვერ შეიქმნებაო, მერე თქვეს რაღაცა, რომ შარლ მიშელის ხეშლეკრულებისთვის შეიქმნაო რაც პირიქით იყო - ჯერ ეს გადაწყვეტილება იყო და მერე შეთანხმება და საერთოდ ვერანაირი კავშირი ვერ იქნებოდა. ჩვენ არავის არ ვლანძღავთ, არავის არ ვეჩხუბებით, არავის არ ვეომებით - მშვიდად მივყვებით ჩვენს გეგმას. ეს გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ 3 თვის განმავლობაში ვქმნით პარტიულ ინფრასტრუქტურას, თან გვინდა მონაწილეობა მივიღოთ მუნიციპალურ არჩევნებში. და ვიღაც ახლა იძახის, რომ ჩვენ ვიშლებით -  კი არ ვიშლებით, ობიექტური რეალობა  ის არის, რომ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი მზარდი რეიტინგის მქონე პარტია“- ამბობს გიორგი გახარია.


პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ოცნების იმ მესიჯსაც უპასუხა, რომ ოპოზიცია არეულობას გეგმავს.


„ჩვენ არეულობას არ ვგეგმავთ, ჩვენ ვგეგმავთ ღირსეულად, კონკურენტულად მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და ამ არჩევნების შედეგებით დავიწყოთ ამ ქვეყანაში ცვლილებები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს ჩვენთვის - ამ არჩევნების შედეგებით ჩვენ, პარტია „საქართველოსთვის“ დავიწყებთ ქვეყანაში ცვლილებების პროცესს“- განაცხადა გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი