ბავშვებს ნიღბის გარეშე არ უნდა მივეკაროთ​ - მაია ჩხაიძე

11 Sep 2021 14:54

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია - ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი მაია ჩხაიძე ამბობს, რომ თუკი ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზარდა, ახალშობილებსა და ჩვილებს, სხვანაირად ვერ დავიცავთ.


მაია ჩხაიძის რეკომენდაციით, ბავშვებს ნიღბის გარეშე არ უნდა მივეკაროთ, რადგან ბევრს კორონავირუსი უსიმპტომო აქვს და არ იცის, რომ ინფექცია მის ორგანიზმში მიმდინარეობს. 


ბოლო 24 საათში 2 533 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანრთელებულია 1 762 პირი. მაღალი რჩება გარდაცვალების მაჩვენებელიც. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსმა კიდევ 57 ადამიანი იმსხვერპლა.






კომენტარები:

ფართი შოპი